ჩემს შესახებ

ვარ ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი ყარაჯალის საჯარო სკოლაში, ვცხოვრობ რუისპირში, დაოჯახებული ვარ. მყავს სამი შვილი და ერთი შვილიშვილი, რომელსაც მე ვზრდი. ვთვლი, რომ ვარ კარგი მეოჯახე და მზარეული. მაქსიმალისტი ვარ და საკუთარი თავისგანაც და სხვისგანაც ვითხოვ მაქსიმუმს.ხელოვნების თაყვანისმცემელი ვარ, თუ ის ხარისხიანია.მიყვარს ლექსები, მისი წაკითხვა,სიმღერები, ხატვა. მიყვარს მოგზაურობა, სიამოვნებით ვნახავდი უძველესი ისტორიის ქვეყნებს. არ შემიძლია თვალი დავხუჭო უსამართლობაზე და ეს ზოგჯერ ზიანს მაყენებს. ვარ ერთგული და არასოდეს ვუღალატებ ადამიანს ვინც მენდობა.მიყვარს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, რაც ბევრჯერ დიდ ენერგიას მართმევს. ძალიან მიყვარს ლამაზი საგნები, აქსესუარები, ვაღმერთებ ადამიანისაგან ხელდაუდებელ ბუნებას.



Комментариев нет:

Отправить комментарий