воскресенье, 22 декабря 2013 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს შევაჯამეთ ტრენინგი. მოვუსმინეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაციას, პრეზენტაციასთან დაკავშირებით დავუსვით კითხვები ერთმანეთს, მოვისმინეთ ტრენერის კომენტარი. ხელახლა გადავათვალიერეთ ბლოგი და შევიტანეთ შესწორება.
დიდი მადლობა ქალბატონ ლალის ასეთი საინტერესო და ბევრის მომცემი ტრენინგისათვის.

суббота, 21 декабря 2013 г.

მერვე დღის რეფლექსია

გეგმის შაბლონში ჩავწერეთ სასწავლო პროცედურები, დიფერენცირებული სწავლება, სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები.პროექტის პრეზენტაციის სლაიდზე ჩავსვით ფასილიტაციის ნიმუშები, რომლებიც შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის. ბლოგზე ჩავსვით გაჯეტები და ავტვირთეთ პორტფოლიო.

პროექტის პორტფოლიო

суббота, 14 декабря 2013 г.

მეოთხე მოდულის რეფლექსია

როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის?
ტექნოლოგიების გამოყენება აუცილებელია თანამედროვე სწავლებაში: ინფორმაციის მოძიება, სურათების და ვიდეოების ნახვა და ჩამოტვირთვა თემასთან დაკავშირებით, პროგრამები, რომლებიც აუცილებელია მოძიებული მასალის ინტერპრეტაციისთვის და შექმნილი პროდუქტის ფართო აუდიტორიის წინაშე წარსადგენად(ინტერნეტ ქსელში გამოსაქვეყნებლად). ნიმუშების ნახვა და მისი საშუალებით საკუთარი  ვერსიის შემუშავება-ჩამოყალიბება. ეს ყველაფერი იძლევა დროის ეკონომიას და ხარისხიანი ნამუშევრის გაკეთების საშუალებას.

суббота, 7 декабря 2013 г.

პროექტის ბროშურა

მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები;

 ზოგადი კითხვა: 
 v  ვინ არიან განდეგილები და სალოსები?



 თემატური კითხვები:
  v  რა მნიშვნელობა აქვს ბერ-მონაზვნურ ცხოვრებას თანამედროვე ეპოქაში?
v  რისთვის წერდნენ და წერენ სალოსების და განდეგილების შესახებ?
v  ჰქონდა თუ არა მას რაიმე საზოგადოებრივი და პოლიტიკური დანიშნულება?



შინაარსობრივი კითხვები:
v  განდეგილის თვალთახედვით, როგორი ურთიერთმიმართებაა ამქვეყნად სიკეთესა და ბოროტებას შორის?
v  რას მიიჩნევენ წარსულის და თანამედროვე განდეგილები და სალოსები თავის მიუტევებელ შეცოდებად ასკეტური მრწამსის თვალსაზრისით?
v  აქვთ თუ არა გაორება ილიას განდეგილის მსგავსად თანამედროვე ბერებს?
                     ერევიან თუ არა საერო ცხოვრებაში და რით გვანან და განსხვავდებიან ერთმანეთისგან ბერ-მონაზვნები?

пятница, 6 декабря 2013 г.

ტრენინგების მესამე დღე:


            შინაარსობრივი სტანდარტების და ინდიკატორების დაწერა,ამოცანების, სწავლის შედეგების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავება.